4

აკვარიუმის თერაპიის გავლენა ადამიანზე

დაამონტაჟეთ აკვარიუმი იქ, სადაც ყველაზე მეტ დროს ატარებთ

შინაურ ცხოველებზე და მათ დადებით თვისებებზე უკვე ვისაუბრეთ, ახლა კი დროა ერთი სტატია მშვიდ და მშვენიერ არსებებს, თევზებს მივუძღვნათ. თევზის ყოლა სულ უფრო აქტუალური ხდება მთელ მსოფლიოში და კატის და ძაღლის შემდგომ, ისინი ყველაზე პოპულარულ, შინაურ ბინადრებად გვევლინებიან. ამ ყველაფერს რა თქმა უდნა თავისი მიზეზები აქვს, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის ცხოვრებასთან. თუ თქვენ ჯერ კიდევ ვერ გადაგიწყვეტიათ შინაური ცხოველის ყოლა, გადატვირთული გრაფიკის თუ პატარა ფართის გამო, მაშინ არჩევანი აუცილებლად თევზებზე უნდა გააკეთოთ. ისინი ხომ ბევრი დადებითი თვისებით არიან დაჯილდოებულნი..

თევზები ლამაზი და მშვიდი არსებები არიან, მათი მოვლა კი ნაკლებად ხარჯიანი და მარტივია. მათ ვისაც ძალიან გადატვირთული გრაფიკი აქვს, თავისუფლად შესძლებს თევზებზე იზრუნოს, რადგან მათზე ზრუნვა არ მოითხოვს დიდ ენერგიას, ისინი არც დიდი ადგილს საჭიროებენ. არ აქვს მნიშვნელობა პატარა ფართის ბინა გაქვთ თუ დიდი, აკვარიუმი ნებისმიერ მათგანს მოუხდება. აკვარიუმის გამდიდრება, ფერად-ფერადი თევზებით კი ყოველთვის შეგიძლიათ

თუმცა, არ იფიქროთ, რომ თევზი მხოლოდ ლამაზი დეკორაციაა და სხვა არაფერი. თევზების ყოლას აქვს ძალიან ბევრი დადებითი თვისება, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობაზე აისახება. აკვარიუმის თევზებს, აქვთ უნარი შეამცირონ სტრესი და დაძაბულობა. ამას მეცნიერები „აკვარიუმის თერაპიასაც“ უწოდებენ. საკმარისია უბრალოდ უყუროთ, როგორ დაცურავენ თევზები აკვარიუმში და თქვენ შეგიმცირდებათ სტრესი და აღელვების შეგრძნება. მეცნიერებმა ასევე დაამტკიცეს, რომ აკვარიუმის თერაპიის წყალობით, სისხლის წნევა კლებულობს, რაც ამცირებს გულის შეტევის რისკებს. აკვარიუმში მოცურავე თევზების ყურება, ნებისმიერი ასაკის ადამიანს ამშვიდებს..

გარდა იმისა, რომ აკვარიუმის ყურება სტრესს და დაძაბულობას ხსნის, ის თქვენ კრეატიულობასა და პროდუქტიულობაზეც მოქმედებს. ამიტომაცაა, რომ დღეს სულ უფრო აქტუალურია, სამუშაო გარემოში აკვარიუმების განთავსება. ეს ძალიან დადებითად აისახება მომუშავე პერსონალზე. ასე, რომ შეგიძლიათ თქვენ თანამშრომლებს შეუთანხმდეთ და ყველამ ერთად იზრუნოთ ამ მშვიდ არსებებზე, რომლებიც დაძაბულ დღეს შეგიმსუბუქებენ. თევზების ყოლა ბავშვებზეც დადებითად ამოქმედებს. როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, ჰიპერაქტიურ ბავშვებს განსაკუთრებით ესაჭიროებათ თევზები, იმისათვის რომ დამშვიდდნენ და მარტივად დაიძინონ. ასევე, ეს მშვენიერი არსებები ბავშვებში აღვიძებენ ინტერესს, რომ შეისწავლონ წყალქვეშა სამყარო და მეტი გაიგონ ცოცხალ არსებებზე.

როდესაც თავს, ფუმფულა შინაური ცხოველის ყოლის უფლებას ვერ ვაძლევთ, რადგან სულ უფრო ნაკლებ დროს ვატარებთ სახლში, გვაწუხებს ალერგია ან გვაქვს პატარა ფართის სახლი, ალბათ თევზის ყოლა საუკეთესო ალტერნატივაა. გაუკეტეთ საკუთარ თავს საჩუქარი და შეიძინეთ აკვარიუმი, რომელსაც თქვენთვის სასურველი არსებებით აავსებთ. საღამოს კი, როდესაც სამსახურიდან დაღლილი დაბრუნდებით, შეგიძლიათ აკვარიუმის თერაპია მოიწყოთ, განიტვირთოთ და იზრუნოთ ლამაზ, მშვენიერ და მშვიდ თევზებზე.